მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSსამშაბათი, 2017-11-21, 7:10 AM

საგანმანათლებლო

სიახლის დამატება
სიახლის დამატება
მენიუ
კატეგორიები
ფოტო ალბომი [4]
მომავალი იბერიისა [1]
უდიდესი სასწაული [2]
პროტოიბერია [7]
აფხაზეთი [2]
კოლხეთი [5]
ლაზეთი [1]
მოდი ვიღადაოთ [1]
ფილმები [0]
საქართველოს პალადიუმი [1]
მსოფლიო იბერიული ორდენი [1]
შემტევი ფილოსოფია [2]
მშობელთა გვერდი [1]
ჩვენი აღსაზრდელები [0]
ღმერთების ენა [7]
მასწავლებელი [0]
ძებნა
შესვლის ფორმა
ედემ იზორია
ედემ იზორია
მთავარი » 2012 » ივლისი » 4 » ცრუ მეცნიერები
10:28 PM
ცრუ მეცნიერები
ღია წერილი ვაი მეცნიერს ტარიელ ფუტკარაძეს (გაზეთი ილორის, წ2012 წლის 19–26 ივნისის ნომრის მასალების მიხედვით)


. . . საეჭვო ავტორის მიერ შეთითხნილი "ქართლის ცხოვრებით" იწყება ჩვენი ისტორიული წარსულის დაკნინება და გაყალბება, რომელიც ენათმეცნიერებაში აისახა. . . . მასში ჩადებული ნაღმი შეიძლება ძალიან საშიში აღმოჩნდეს ქვეყნისთვის. ის დღემდე შლის და ანადგურებს ქვეყანას . . .  დღევამდელი მროველები თავგამოდებით ებრძვიან  მეგრულ –ადამურ–იაფეტურ–იბერიულ ენას და ცდილობენ ის გამოცხადდეს მისივე პირმშო–ახალ იბერიული ენის დიალექტად. ესაა ჩვენი ქვეყნის ენობრივი (კოლხურ–იბერიული საძირკვლების მოთხრის მცდელობა. . . . მეგრული ენის საფუძვლების შესწავლამ ძირეულად შეცვალა წარმოდგენები მასზე. გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ ის წარმოადგენს არა მარტო პროტოქართულ ენას, არამედ მსოფლიოში არსებულ 5545 ენათა დედას (მამანტი ძაძამია და ცირა ძაძამიას შრომები), ანუ იმ ენას, რა ენაზეც მეტყველებდა კაცობრიობა უძველეს ხანაში. აქედან გამომდინარე მეგრული ენის (ადამურ–იაფეტურ–იბერიული ენის) გამოცხადება ქართული ენის დიალექტად, მაშინ როცა ქართლური მეტყველება თვითონ წარმოადგენდა იბერიული ენის დიალექტს წარმოადგენს "ქართლის ცხოვრებაში" ვერაგულად ჩადებულ ბომბს, რომლის  მიზანია მთლიანად ქართველი ერის გამანადგურება. . . . ჩვენი სალიტერატურო ენის ლექსიკის ძირი იბერიულია და მათ ეტიმოლოგიას არკვევს სწორედ იბერიული ენა. რაც შეეხება ჰ. ფენრიხისა და ზ. სარჯველაძის "ქართველურ ენათა ეტიმოლოგიურ ლექსიკონს", ის ტენდეციურია და წარმოადგენს უფრო პოლიტიკურ ნაშრომს. ვიდრე მეცნიერულს, "ქართლის ცხოვრების" გაგრძელებას.  სწორედ ასეთ პოლიტიკურ და არა მეცნიერულ ნაშრომს წარმოადგენს ვინმე ტარიელ ფუტკარაძის ნაცოდვილარი" ქართველები", სადაც ეს უბედური მეგრულ და სვანურ ენებს აიგივებს რაჭულ და მთიულურ კილოებთან. ე.ი. რა გამოდის: ქართული ენის შემქნელი იბერიულ ენა განხილულია იგივე ქართული ენის სხვდასხვა კილოების რანგში. ანუ ბაბუა (იბერიულ ენა) და მისი შვილიშვილები (ამ შემთხვევაში რაჭული და მთიულური კილოები) და ძმები ყოფილან. . .  აშკარაა აქ სულ მინიმუმ რამდენიმე ათასწლეულით დროში აცდენასთან გვაქვს, საქმე. თუმცა ჩვენი დროოის მროველებს ეს სულ ადარდებთ. ამგვარ ვაი მეცნიერებს ლახვარი ჩასცა გია კვაშილავას გენიალურმა ნაშრომებმა, ფესტოს დისკოს კოლხურ ენით გაშიფვრისა და  ხაზოვანი დამწერლობის კოლხური წარმოშობის შესახებ. ამ ნაშრომებს ისინი დღემდე პირში წყალდაგუბებული მიჩერებიან, მხოლოდ აქა–იქ ისმის ყმუილი. რას ვიზამთ ვერავითარი მროველები ვერ დააკნინებენ ღმერთების ენას, ვერ მიჩქმალავენ იბერიის წარსულს და გზას ვერ გადაუღობავენ მის მომავალს.  
კატეგორია: ღმერთების ენა | ნანახია: 396 | დაამატა: Koribantebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ედემ იზორია
პროტოიბერია
მოძრავი ბანერი

Protoiberia.Ucoz.Com