მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSპარასკევი, 2024-03-29, 2:17 PM

საგანმანათლებლო

სიახლის დამატება
სიახლის დამატება
მენიუ
კატეგორიები
ფოტო ალბომი [4]
მომავალი იბერიისა [1]
უდიდესი სასწაული [2]
პროტოიბერია [7]
აფხაზეთი [2]
კოლხეთი [5]
ლაზეთი [1]
მოდი ვიღადაოთ [1]
ფილმები [0]
საქართველოს პალადიუმი [1]
მსოფლიო იბერიული ორდენი [1]
შემტევი ფილოსოფია [2]
მშობელთა გვერდი [1]
ჩვენი აღსაზრდელები [0]
ღმერთების ენა [7]
მასწავლებელი [0]
ძებნა
შესვლის ფორმა
ედემ იზორია
ედემ იზორია
მთავარი » 2013 » იანვარი » 29 » კოლხეთის–ეგრისის საზღვრები
6:36 PM
კოლხეთის–ეგრისის საზღვრები
-სად მდებარეობდა ეგრისწყალი?

_ მოგეხსენებათ რომ საქართველოს "მთავრობა", "მეცნიერები" და "სამღვდელოება" რუსეთის მიერაა დასმული და მართვადი. ამიტომ ეს გარეწრები მდინარე "ეგრის წყალს", რომელიც იყო ეგრისის (ანუ სრულიად საქართველოს) სამეფოს საზღვარი, ნათლავენ მდინარე "ღალიძგად". სინამდვილეში "ეგრის წყალი" არის მდინარე ყუბანი. ჰეროდოტე გვაწვდის ცნობას სკვითური ტომის "გეროსების" შესახებ, რომლებიც მოსახლეობენ მდინარე "გერის" განაპირას. პტოლომეოსის ცნობით ეს მდინარე "გერი" ჩაედინება აზოვის ზღვაში. ლეონტი მროველის (თუ მისი გადამწერის) ცნობით ეგრისის საზღვრად დასახელებულია "მდინარეს მცირისა ხაზარეთისა": "ხოლო ეგროსს მისცა ქვეყანა ზღვის ყურისა (ყურისა!!!) და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი, დასავლით ზღუა, ჩრდილოთ მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა"- ესეიგი ჩრდილო საზღვარი იყო მდინარე ყუბანი და არა კავკასიის ქედი. ქართულ წყაროევში მოხსენიებული "ეგურის მდინარე", რომელიც ეგრისის საზღვარია ასევე ყუბანია და არა ენგური -თუ ბედია ეგრისის დედაქალაქი იყო ენგური ეგრისის საზღვარი რანაირად იქნებოდა? და თუ "ეგურის მდინარე" ეგრისის საზღვარია ის იგივე "მდინარე მცირისა ხაზარეთისა" არ გამოდის? თავად ხაზარულად ყუბანს ერქვა "ვარ-ზანი", ანუ ზანების (მეგრელების) მდინარე. ცნობილია რომ ისტორიულად მდინარე ყუბანი სანამ ზღვაში ჩავიდოდა ორად იყოფოდა, ერთი აზოვის ზღაში ჩადიოდა, მეორე შავ ზღვაში, ხოლო მათ შორის დარჩენილი სივრცე კი ქმნიდა კუნძულს. ბუნებრივია ორივე ამ გაშტოებას თავისი სახელი ექნებოდა; ბერძნული წყაროებიდან დგინდება რომ ერთ-ერთს ერქვა "ჰიპანისი" ("ჰიპოსი") რაც ნიშნავს ცხენის წყალს და ეს სახელი ზოგჯერ მთლიანად ყუბანსაც მიემართებოდა. ყუბანს ადიღურად ქვია "ფსიში", ყაბარდოულად "ფსიჟი", არსებო სახელწოდება "ფსაროსიც". დიოდორე სიცილიელი ყუბანს აღნიშნავს სიტყვით "ფატ", რაც ასევე სახელდება "ფაზისად". "ფა" მეგრულად ნიშნავს "ტალღას", "ფაზას" და უშუალოდ "ფას" (ერთი ფა, ორი ფა)- ესეიგი "ფაზისში" შესაძლოა იგულისხმებოდა მდინარე ეგრისის მეორე ფა. ამდენად კოლხეთში მოსული არგონავტები სწორედ ყუბანში შეცურდნენ და არა რიონში. აპოლონ როდოსელი ამბობს რომ აია-კოლხეთი ზღვისა და მიწის დასალიერში მდებარეობს (დასალიერიში!!!) და აი უკვე გამოჩნდა პონტოს უკიდურესი ყურე (ყურე!!!) და კავკასიის მახალი მთებიც აღიმართნენ" (სადაც წასწვდება წცერი კავკაისა). ჰომეროსი კოლხეთის აიას კუნძულად მოიხსენიებს, ხოლო იქვე მდებარე ყირიმის ნახევარკუნძულს კირკეს (აიას მეფის დის) კუნძულ "აიაიედ"(აია-ეა?). სტეფან ბიზანტიელის ცნობით "აია კოლხეთის ქალალია, რომელსაც ორი მდინარე ჩამოუდის "ჰიპოსი" (ცხენის წყალი) და "კვინეოსი" რომლებიც კუნძულს ქმნიან". "კვიტი"-"კუტი" ასევე მდინარე ყუბანის ერთერთი სახელია. ამდენად "კვიტაია" ერქვა არა დღევანდელ ქუთაისს არამედ ყობანისპირა ქალაქ-კუნძულს- თუმსა გამორიცხული არაა ქუთაისსაც ასე რქმეოდა, რადგან ხშირად ერთიმოგდმის ხალხი ერთნაირ ტოპონიმებს იყენებენ სხვადასხვა ადგილებში.
კატეგორია: კოლხეთი | ნანახია: 1657 | დაამატა: Koribantebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ედემ იზორია
პროტოიბერია
მოძრავი ბანერი

Protoiberia.Ucoz.Com