მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSოთხშაბათი, 2024-04-24, 7:27 PM

საგანმანათლებლო

სიახლის დამატება
სიახლის დამატება
მენიუ
კატეგორიები
ფოტო ალბომი [4]
მომავალი იბერიისა [1]
უდიდესი სასწაული [2]
პროტოიბერია [7]
აფხაზეთი [2]
კოლხეთი [5]
ლაზეთი [1]
მოდი ვიღადაოთ [1]
ფილმები [0]
საქართველოს პალადიუმი [1]
მსოფლიო იბერიული ორდენი [1]
შემტევი ფილოსოფია [2]
მშობელთა გვერდი [1]
ჩვენი აღსაზრდელები [0]
ღმერთების ენა [7]
მასწავლებელი [0]
ძებნა
შესვლის ფორმა
ედემ იზორია
ედემ იზორია
მთავარი » 2013 » მაისი » 4 » კოლხეთიდან დაწყებული დიდი იბერია
10:56 PM
კოლხეთიდან დაწყებული დიდი იბერია
იოანე ბერი

- იქაც ჩვენი ფესვებია,
ჩვენი მიწა, ჩვენი ცა და ბედი...
ბერს სიზმრები შესევია,
როგორც საყდარს ჭილყვავი და მტრედი
ელანდება იბერია,
ჩალის ფერი და ვენახის ფერი.
ერთ დროს ერთად გვიმღერია,
გვიტირია, გვიბრძოლია ბევრი...
ტანზე იცვამს საგალობლებს,
მიჩაქჩაქებს გულთმისანი ჯორით.
მეომარს და მახარობელს
სამოსის ქვეშ უჟღრიალებს თორი.
მიდის ბერი... მიდის... მიდის...
ქარიშხალი ზღვაზე აშლის ფაფარს,
ქრისტე ღმერთი პერანგს იხდის
და ანძაზე ჩამოკიდებს აფრად.
ლეგენდის და მზის ფერია
და ყურს უგდებს ქართულ ხმათა ზუზუნს
შორეული იბერია -
ამორძალის მოკვეთილი ძუძუ.
არ ბრუნდება წმიდა ბერი,
ვით ფუტკარი არ ბრუნდება სკაში...
იქნებ ღმერთმა, იბერიის მწყალობელმა,
ანგელოსად წაიყვანა ცაში?
შარავანდს ჰფენს დროს და მანძილს
ღვთის მონა და ქრისტეს ფერხთა მტვერი -
მაგელანის და კოლუმბის ტოლი კაცი
წმინდა მამა - იოანე ბერი.
კატეგორია: პროტოიბერია | ნანახია: 949 | დაამატა: Koribantebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ედემ იზორია
პროტოიბერია
მოძრავი ბანერი

Protoiberia.Ucoz.Com