ბაკურ მორგოშია! "გერ"ის ეტიმოლოგია . . . 

 

_"გერი" მეგრულად ნიშნავს მგელს და აქედან მომდინარეობს საქართველოს უძველესი სახელი "ეგრისი" -"ე-გერისი", ანუ მგლის ქვეყანა.

_მგლის კულტი და საკუთარი ქვეყნის მგლის ქვეყნად წოდება უძველეს ქართულ ტრადიციაში დასტურდება (ამას თრიალეთის თასზე გამოსახული მგელკაცებიც ადასტურებენ) ეს კი მომთაბარე ტომებისთვის შემდეგი გზავნილის შემცველი უნდა ყოფილიყო: "ეს მგლების მიწაა, კოშკებით დაცული და აქეთ ნუ წამოხვალთო!". ცნობილია რომ მიწათმოქმედების განვითარებამდე კაცთა მოდგმა ერთიანად მომთაბარეობდა. მიწათმოქმედებაზე გადასულ დამკვიდრებულ ტომს კი ესაჭიროებოდა ათასი სჯულის მომთაბარე ტომთაგან დაცული, შეუვალი ქვეყანა. თვით ეს ქართული სიტყვაც, "ქვეყანა", სამიწათმოქმედო ყანასთან ასოცირდება, სადაც პირველად გაჩნდა სახემწიფოებრიობის ცნება. სიტყვა "ქვეყანაში" თავსართი "ქვე" არ უნდა იყოს პირვანდელი, მისი წინარსახე იქნებოდა "ქი", რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს მოწევნას-მოსაწევარს და განცხადებას. "ქვეყანა" მეგრულად არის "ქი-ანა" -"ანა" დედაღვთაებაა, ანუ "წიაღი"-"ნიადაგი", მაგრამ რას ნიშნავს თანხმოვანი "ყ" სიტყვა "ყანაში"? აქ მახსენდება სიტყვები: "დამყნობა", "განაყოფიერება", "ჰყო" -ძველქართული სიტყვა "ჰყვნა", რაც ნიშნავს შექმნას და ამასვე უკავშირდება სიტყვა "ხვნა", "აყვავება", "სიყვარული" და ა.შ. ანუ სიტყვა "ქვეყანა", იგივე "ქივანა"-"ქი(ყ)ანა", ნიშნავს: ღვთაებრივ საწყისის მქონე ხილულ სამყაროსთან ზიარებას მიწათმოქმედების მეშვეობით. ბიბლიური სამოთხეც სწორედ პირველ მიწათმოქმედთა სამკვიდროსთან ასოცირდება. მეცნიერების აზრით სამოთხის ქვეყანა მართლა არსებობდა მცირე აზიაში და მას ერქვა "ე-დემი", აქადურად "ედინ(უ)" (ე-დუნია?), ან მხოლოდ "ე". ეს შესალოა ყოფილიყო თუბალების ქვეყანა "ადანა", იგივე "დანუნი". ადრე კოლხეს ეწოდებოდა: "ეა", "ეია", "აიაე", "აია", "აიაია", "გაია". ძველი ქართული სამეფოს "ტაოს" უძველეს სახელად უნდა ვივარაუდოდ არა მხოლოდ "დაიაე" და "დიაოხი" არამედ "ტაიაც". სამეგრელოში არის სოფელი "თაია" და არის მისამღერიც "ტაია…" სომხურად "ტაოს" ერქვა "ტაიქი". შუმერულ მზის ღვთაება უტუს ცოლს ერქვა "აია". ჩემის აზრით "აია" მზის ღვთაების ქალური ასპექტია და ის აღემატება თავის მეუღლეს. როგორც ირკვევა, ადრე, მატრიარქალურ ეპოქაში, ყოვლისშემოქმედი უმაღლესი ღვთაება იყო დედაღმერთი-დედამზე "აია". მას აგრეთვე ერქვა: "მაია", "ნანაია", "ნანა", "ანა", "ან", "აინინა", "ნანინა", "ნინა", "ნია", "ნინო", "ინა", "ნენე", "ნენანა", "დანანა", "დანინა" და "დია" -აქედანაა სიტყვები "დიდა", "დედა", "დიაცი", "დიუფალი" და "დიასახლისი". აქედანვეა მეგრული მისამღერი "დიდიუ დო ნანინა", "დოუ ნანა" და შეცხადება "დიდუუუ!" და დასავლეთ იმერეთში არსებუი შეცხადება: "დიდეიააა...". "დია"-დანაა ნაწარმოები აგდეთვე სიტყვა "დიხა", რაც მეგრულად მიწას ნიშნავს (ქართულში შეესაბამებოდა "თიხა"), აგრეთვე მეგრული სიტყვა "დუნია" ("დიუნია") რაც ნიშნავს მსოფლიოს, დედამიწას, მასზე დაარსებულ ქვეყანას კი ქვია სამშობლო. "დიაზე" ბოლოვდება: "ირლან-დია", "შოტლან-დია", "კარ-დია"-"ქალ-დია"-"ხალდეა" და ა.შ. "დიასვე" უკავშირდება ბერძნული დაბოლოევა "და": "ელა-და", "ეგეი-და", "კოლხი-და" და ა.შ. მსგავსი დაბოლოვებებია; "დუ", "დუნ(უმ)", "დუნია" და ა.შ.  ესეიგი "გეა", ანუ "დია-აია", სულიერად მზეა და ხორციელად მიწა. ამდენად ქვეყანა "ედემის"-"ედინის" ავტოქტონური სახელი იქნებოდა "დაიაენი", რომელიც ვრცელდებოდა შუამდინარეთიდან "დიდ ზღვამდე", ანუ შავ ზღვამდე. ბიბლიის მიხედვით სამოთხეს ჩამოუდიოდა ოთხი მდინარე. ვარაუდობენ რომ ეს მდინარეებია: 1.ფირატი -დღევანდელი ევფრატი, 2.ხიდეკელი -დღევანდელი ტიგრი, 3.გიხონი, რომელიც სავარაუდოდ არის არაქსი (ჰარა'ქსანი?) და 4.ფისონი -სავარაუდოდ ღალიში (დღევანდელი კიზილ-ირმაკი) ან ჭოროხი (ფაზისი) ან მტკვარი.

_ ამ პერიოდისთვის ფორმირებას იწყებს ღვთაება "მორიგე", ანუ "მარგე"(მემარგე), იგივე "ტარხუ", რომელიც იყო წარმართული ქართული პანთეონის უმაღლესი ღვთაება. მისი ტოტემური ცხოველიც იყო მგელი; მისი მნათობი კი ცისკრის ვარსკვლავი და მთვარე. საქართველოში ქრისტიანული რელიგიის შემოსვლის შემდეგ ეს ღვთაება გაიგივდა წმ. გიორგისთან. მეგრულად წმ. გიორგის ქვია "გერგე" და ამ "გერგედან" იღებს სათავეს სახელი "გეორგოს" და "გეორგიაც".  სახელი "გეორგოს" წინარე ვარიანტად ზოგი მიიჩნევს სახელ "გერგის". "გეორგოს" კი ბერძნულად აგრეთვე მიწათმოქმედსაც ნიშნავს.  

_"გერგეს" ვარიაციებია: "ჯგერაგი", "ჯერგე", "ჯეგე" და "გეგე". ჩემი გვარი "მორგოშია" არის ღვთაება "მორიგეს" ქურუმთა გვარი და ჩვენ ასევე გვეძახიან "მორგოშია-ჯერგეშებს", ანუ "ჯერგეს", იგივე წმ. გიორგის, ხატის მსახურებს. 

_ნ.მარის აზრით "ჯგერაგი" თავდაპირველად ნიშნავდა მუხას, მუხის ტყეს, რომელსაც გეორგიანელები თაყვანს სცემდნენ უხსოვარი დროიდან. შემდეგ მუხის რწმენა წმ. გიორგის დაუკავშირდა. საყურადღებოა, რომ ფშავ-ხევსურეთში წმ. გიორგის ხშირად ლოცვებში "მუხის ანგელოზად" მოიხსენიებენ. "გერმუხი" - მთას ქვია ჯავახეში, "გერმუხის" ქედზე. აღმოსავლეთ საქართველოში კი არის "გერგეთის" მთა ეკლესიით, რომელიც უკავშირდება ღვთაება "მორიგეს". სამაჩაბლოში არი "გერის" წ.მ. გიორგის ეკლესია. დიდი ქართველი მეცნიერის ივანე ჯავაჯიშვილის ცნობით: სოფელ არბოში (აღმოსავლეთ საქართველო) "გერისთაობა", ანუ წმიდა გიორგის ხატობა, 14 ― 15 აგვისტოს იცოდნენ, ამ დღესასწაულს თავიდანვე "გერისთაობა" რქმევია. ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი სარიტუალო ცეკვას, სართულიანი ფერხულს, ერქვა "გერგეთულა".

_წარმართულ პანთეონში მიწათმოქმედი-მეომარი მგელი იყო უმაღლესი ღვთაების სიმბოლო, დაახლოებით ისე როგორც ქრისტეს სიმბოლო იყო თევზი.

_მართალია ქრისტიანული ტრადიციით წმ. გიორგის მიერ დიოკლიტიანე-დრაკონის დამარცხება ქრისტიანობის იმპერიალიზმზე გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ წარმართულ ეპოქაში ამას სხვა სიმბოლური დატვირთვაც ქონდა: ურჩხულს აქვთ თხის, ან ძროხის რქები. ძროხა კი მომთაბარე-მეჯოგეების სიმბოლოა. მიწათმოქმეგი გიორგის სიმბოლომ, მგელმა, შეჭამა ყანაში შესული ძროხა და ვენახში შესული თხა. ქრისტიანულმა რელიგიამ მგელი ბოროტების სიმბოლოდ შერაცხა, ცხვარი კი სიკეთის  -არადა ცხვრის რქები და ჩლიქები სწორედ სატანას აქვს, ბაფომეტს ქი საერთო თხის თავი ადგას. მეჯოგე აბელი მოკლა მიწათმოქმედმა კაენმა -ანუ მომთაბარეობა დაამარცხა დამკვიდრებულობამ. ღვთაება მითრაც, რომელიც წმ. გიორგის ანალოგიურ ღვთაებად ითვლება, კლავს ხარს. სამეგრელოში ხალხური რწმენით წმ. გიორგის თავად მიჰყავდა ხარი ილორის ეკლესიაში შესაწირად. თეთრი გიორგის შესაწირიც ხარია. მეორე ვერსიით კი ღვთაებები და გმირები კი არ კლავენ ხარს, არამედ მას იმორჩილებენ და გუთანში აბავენ. 

_"გერი" სვანურად ასევე ნიშნავს ხორბლის მარცვალსაც. მიწათმოქმედება უპირველესყოვლისა ხორბალის დათესვას გულისხმობდა, ამიტომ "მარგალი" (მეგრელი) აგრეთვე დამრგველ-მთესველსაც ნიშნავს. "გერ"-ფუძიდანაა ნაწარმოები ბერძნული ხორბლის მარცვალის აღმნიშვნელი სიტყვა "გრანუს"-"გერ-ანუს". მეგრულად სიტყვა "გერახონა" ნიშნავს ერთგვარად მიწის დამუშავებას, გაფხვიერებას. ქართული სიტყვა "გლეხი" (მიწათმქმედი) სომხურში ჭანურიდან შევიდა როგორც "გრეხიკ". თავად ჭანურად იქნებოდა "გერეხი". ადიღე-აფსუურად მეგრელს ქვია "აგრუა". ბერძნულად სიტყვა "აგრონომია" ნიშნავს მიწათმოქმედებას. მომთაბარე ბერძნებისთვის მიწაზე დამკვიდრება და მიწათმოქმედების ათვისება სწორედ იქ მოხდა, სადაც ცხოვრობდა ის ხალხი, ვინც თავიანთ ქვეყავას "გერის" ქვეყანად მოიხსენიებდა და ამდენად ბერძნებისთვის "გეო" საერთოდ მიწის ცნებად იქცა. არც საბერძნეთის დღევანდელი სახელი "გრეცია" არ უნდა იყოს შემთხვევითი ტერმინი. "გერესია" ერქვა ქალაქს პელაზგურ თესალიაში. "ეგეოსი"-"ეგეიდა"  კი ერქვა მედიტერანიას მცირე აზიის ჩათვლით. 

_ჰეროდოტეს ცნობით "გერგითები" არიან იგივე "გერგითი-ტევკრები" -ტევკრები კი ტროელებს ნიშნავს. ქვეყანა ტროადას, ჩამოუდიოდა მდინარე "გერმა". სტრაბონის ცნობით ამ ტროადაში ერთ ქალაქს ერქვა "გერგითია", რომელსაც ქალაქი ტროას დაცემის შემდეგ გადარჩენილმა ტროელებმა შეაფარეს თავი. "გერგითიელი" იყო ღვთაება აპოლონი, რომლის ტოტემური ცხოველი აგრეთვე იყო მგელი. ამ აპოლონს კელტურად ერქვა "გრანუსი" და "ტარანისი". აპოლონის მამაც, ზევსიც, დაკავშირებულია მგელთან. მას არგოში ეძახდენ "ლიკეოსს" ("ლიკოს" ბერძნულად მგელს ნიშნავს) რომელიც თავის შვილებს მგლებად აქცევდა. ერთერთი მითის თანახმად ზევსის შვილები აპოლონი და არტემიდა  მგელ-ქალამ გააჩინა, მაგრამ არა ზევსის კანონიერმა მეუღლემ "ჰერამ" (ანუ გერამ). "ჰერას" შვილობილები (გერები) იყვნენ აგრეთვე "ჰერმესი", "ანუ გერმესი" (მისი ნამდვილი დედა იყო აია) და "ჰერაკლე", ანუ "გერაკლე" (ბერძნულ ალფაბეტში ასო "H" ნიშნავს ასო "ე"-ს, მაგრამ ზოგი ენათმეცნიერი მიიჩნევს რომ ზოგ შემთხვევაში ('H) ის უნდა ამოკითხულიქნეს როგორც "ჰე", მე კი მიმაჩნია, რომ ის შეიძლება ამოკითხულიქნეს აგრეთვე როგორც "გე"). ზევსი ბინადრობდა "ოლიმპოს" მთაზე. "ლიმპარი" სვანურად ნიშნავს ლამპარს, უფროსწორედ ჩირაღდანს. სვანეთში დღემდე შემორჩენილია წარმართული დღესასწაული "ლიმპარობა", როცა ღამით სვანები ჩირაღდნებით ხელში ადიან მაღალ მთაზე და გარკვეულ რიტუალებს ასრულებენ. ოლიმპიური ჩირაღდანი ამ "ლიმპარიდან" იღებს სათავეს. თავსართი "ო" მეგრულად ნიშნავს "სა"-ს -"სარაღაცეს", ამ შემთხვევაში "სალიმპარეს". ნ.კ. შპრინგელის აზრითაც ოლიმპიური ასპარეზობა პელოპონესში კოლხეთიდან არის შესული. მე კი ვიტყოდი რომ ეს კოლხური ტრადიცია ადგილზე დახვდათ შემოსულ ბერძნებს. 

_არკადიაში ზევსი მიჩნეული იყო მგელ-ღვთაებად და მის ტაძარში, რომელსაც ერქვა "ლიკაიონი" მგელი ითვლებოდა წმინდა ცხოველად. ეს ტაძარი დააარსა პელაზგების მითიურმა პირველმა მეფემ, რომელსაც თავადვე ერქვა "ლიკაონი". მანვე დააარსა არკადიაში "ლიკეოს" მთაზე ქალაქი "ლიკოსურა". 

_არკადიასთან მდებარე სპარტას კი ადრე ერქვა "ლაკედემონი", ანუ მგელ-ხალხის მხარე. სპარტის პარლამენტს ერქვა "გერუსია", პარლამენტარებს "გერონტები". სპარტის კანონმდებლობის რეფორმატორი იყო "ლიკურგა".

_მცირე აზიის სამხრედ-დასავლეთით არსებობდა ქვეყანა "ლიკია", ანუ მგლების ქვეყანა, რომლის მეფე იყო "გერგისი". ბერძნები ლიკიელებს კრეტიდან გადასახლებულ პელაზგებად მიიჩნევდნენ. 

_მცირე აზიის შუაგულში კი არსებობდა ქვეყანა "გალათეა", რომლელიც ევროპელ "კელტ-გალებს" უკავშირდება. "გალების" ბერძნულ-ლათინური სახელწოდებებია "გალათები", "გელვეთები",  და "გელები", ეს "გელები" გვხვდებიან კავკასიაშიც. აგრეთვე პელაზგების ერთერთი სახელია "ეგიალები". სამხრეთ იტალიას ბერძნების ექსპანსიამდე ერქვა "გელონა". ჩრდილოეთ ევროპის გალიის უმთავრეს ციხექალაქს ერქვა "გერგოვია". გალიის ცენტრალურ რაიონს ევროპაში წარმოადგენდა "გერკინის" ტყეები. როგორც ჩანს "გელ" ძირი "გერ" ძირის ინდოევროპულის ზეგავლენით მიღებული ფორმაა. ქართულ ენაში მეგრული "მგერი" გახდა "მგელი". გალებს ასევე ერქვათ "გერმანები" -" მან" კაცს ნიშნავს გერმანულად, ხოლო სვანურად კაცი არის "მარ(ე)" და ეს უნდა ყოფილიყო "მან-ის"(კაცის) საწყისი ფორმა: "გერ-მან"-"გერ-მარ". თუმცა ეთნონიმი "გერმანი" შეიძლება ნაწარმოები იყოს ტყის აღმნიშვნელი მეგრულ-ლაზური  სიტყვიდან "გერმა" -ლათინები ხომ გერმანელებს ტყიურებს ეძახდნენ. "მარიდან" კი ნაწარმოებია ქართული სიტყვები: "ქმარი" (ლათინურად "მარი-მარიტო"), "სამარე", "მარანი", "მარხილი" (შუმერულად "მარგიდი"), "მარწყვი", "მამრი" (ლათინურად "მა(რ)სკულუმ"), "ქამარი", "მარმარილო" და ა.შ. აგრეთვე ეთნონიმები: "მარგალები", "მარები", "ამარანები" და ა.შ. აგრეთვე სახელები: "თამარი", "მარიამი", "მარეხი", "ყამარი", "მარადია", "სამძიმარი", "მარმალა", შესაძლოა "ამირანიც", "არმაზი", "მერი", "მერაბი", "მირიანი" და ა.შ. აღსანიშნავია რომ კელტ-გალების გვარები ხშირად ბოლოვდებოდა "მარზე". გალების მითიურ ქალაქს ერქვა "ფალიას". "ფალია" ეგვიპტის ერთერთი სახელია, რაც მეგრულად ნიშნავს აყვავებულ ქვეყანას(მიწათმოქმედთაგან). აქიდანაა ქართული სიტყვა "სოფელი", "მსოფლიო", "უფალი", "დედოფალი", "მეფე", მეგრულად "მაფა"-"მაფალი", "ფალავანი" (ჩემპიონი), ალბად "ფარაონიც", "პარადიზი" და ა.შ. ჰეროდოტე კოლხებს და ეგვიპტელებს ერთი მოდგმის ხალხად მიიჩნევდა. ტერმინი "ეგვიპტეც" შესაძლოა დაკავშირებული იყოს "გერ" ფუძესთან. ებრაულად ეგვიპტეს ეწოდება "ეგიაფეტი", რაც წააგავს გეორგიანული რასის ეთნარქად მიჩნეულ "იაფეტის" სახელს: აქ შესაძლოა მითუიური კოლხთა მეფე "აიეტი" იგულისხმებოდეს; თავსართი "ეგ" კი წააგავს "ეგრს". ეგვიპტურ ცივილიზაციას საფუძვლად უდევს "გერზას კულტურა". ტოპონიმი "გერზა"-"ალ-გერზა" აშკარად არაბიზებულია, მაგრამ "გერ"-ძირი სწორედ იმ დროინდელი იქნება როცა ეს კულტურა წარმოიშვა.  

_პროტოიტალიური ტომები "გრეგები", იგივე საბინები, თავიანთ თავს მგლების შთამომავლებს ეძახდენ. ლათინებში მგლის კულტი მათგან და ეტრუსკებისგან შევიდა. იტალიაში ასევე სახლობდნენ "გერნიკები", რომლებიც რომაელების მოკავშირეები იყვნენ, მაგრამ როცა რომმა გალებთან ომო წამოიწყო "გერნიკებმა" გალების მხარე დაიჭირეს. ამ "გერნიკებს" პელაზგურ ტომად მიიჩნევდნენ. იტალიკურ ომის ღვთაება "მარსს", ლათინურად ეწოდება "ლუპუს მარს", ანუ "მგელი მარი", ხოლო თურშების (ესაა ეტრუსკების თვითსახელი) და  პროტოიტალიელი "ფალისების" ენაზე ეწოდებოდა "მარისი". ეს "ფალისები" სავარაუდოდ რომაული რეპრესიების გამო გადასახლდნენ დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე, სადაც დაარსეს ქალაქი "ფალისი" -დღევანდელი "პარიზი". ღვთაება "მარსი" იგივეა რაც ბერძნული "არესი" და გეორგიანული ღვთაება "მორიგე"-"მარგე", რომლის სახელიც ქვია აგრეთვე ცისკრის ვარსკვლავს. ი. ჯავახიშვილის განმარტებით სიტყვა "ვარსკვლავის" წინარე ფორმაა "მარ-სკულავი",  ანუ "მარის" შვილი (სკუა მეგრულად შვილს ნიშნავს). აქედანვე წარმოსდგება ინდოევროპული ვარსკვლავის სახელწოდება "სტარ"-"სტელა"-"სტართ". "ასტარი" არის აგრეთვე ღვთაება "მარგეს" ერთერთი სახელი (აქედანაა სიტყვა "ასტრონომია"). "ტარხუ"-"მარგეს" შუამდინარეთში ეძახდნენ აგრეთვე "მარდუკს", რომელსაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ქართული სიტყვები: "მარადისობა", "სიმართლე" და ა.შ. "მარის" აგრეთვე უკავშირდება ხათური ღვთაება "მარუვა". "მარდუკს" უკავშირდება ელამუი ქალღვთაება "ლაგამარიც", რომელსაც ი.ჯავახიშვილი უკავშირებს სვანურ ქარღვთაება "ლამარიას", რომელიც შემდგომ ღვთიშობელთან გააიგივეს. მატრიარქალური დედაღვთაება ჯერ იქცა ჰერმოფროდიტად და შემდეგ მამაღმერთად. ჰერმოფროდიტული ეპოქის გამოძახილია სიტყვა "დედაკაცი" და თამარ მეფის, ქალ-მეფის მცნება, როგორც მეფის და არა როგორც დედოფლის. შუამდინარულ ქალღმერთებს ზოგან ქონდათ წვერები. ცორ-ქმარის ერთარსებად მოაზრებაც ჰერმოფროდიტულია. კოლხური სამყაროს უმაღლესი ღვთაების აღმნიშვნელ სახელად შეგვიძლია მივიჩნიოთ "გე", იგივე "გა"-"ღა" და "მარის" ერთობა. ი.ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ "ღმერთის-ღორონთის-ღერმეთის" საწყისი ფორმა აარის "ღა-მარ". "რ"-"რე" მეგრულად ნიშნავს ყოფნას-"არის-ს". აქვე უნდა გავიხსენოთ ეგვიპტის უმაღლესი ღვთაებები "რა", იგივე "რე", და "გებ"- ერთად "გებრ", აგრეთვე პელაზგური "გეა" (ან "გე") და ქართული "გა"("გაც"). "გა" სვანურად მიწის ღვთაებაა, "გაიმ" კი მიწას ნიშნავს. 

_ძველ გერმანულში "გერ" ნიშნავდა შუბის წვერს, რაც აზრობრივად ახლოა ქართულ სიტყვა "ძ-გერ-ებასთან" (შუბის). "გერ" ფუძიდანაა აგრეთვე ქართული სიტყვა "მო-გერ-იებაც"(მომხდურის) და სიტყვა "დაგეშვა"-"და-გერ-შვა"(ძაღლის) -მეგრულად "გერჩქინაფა"-"გერშინაფა".

_ლათინურ ენებში "გერ"-"გუერა" ნიშნავს ომს, "გერიერო" მეომარს. "გერია" პარტიზანებს. 

_სკანდინავიურ-გერმანულ მითოლოგიაში ომის ღვთაებას "ოდინს" (გავიხსენოთ მეგრული ღვთაება "ოდი") ახლავს ორი მგელი "ფრეკი" და "გერი". სიტყვა "გერი" კი სკანდინავიურში ნიშნავს გაუმაძღარს-მგლისმადიანს. ძველად კი ამავე ენაზე "გერ" ნიშნავდა ციხესაც და შესაძლოა აქედანაა ნაწარმოები ქალაქის სახელი "გრად"(გორად).  

_ძველ ისლანდიურად "ვარგერ" ნიშნავს მგელს და დამნაშავესაც. 

_ბასკეთში არის ქალაქი "გერნიკა". ბასკური ქთმულების თანახმად "გერნიკა" აგრეთვე ერქვა დიდ ხეს, რომელსაც აქვს შვიდი ტოტი: ერთი ტოტი საფრანგეთისკენ აქვს გაშვერილი, ერთი ბრიტანეთისკენ, ერთი ესპანეთისკენ და დანარჩენი ოთხი ტოტი საით აქვს გაშვერილი თავად ვივარაუდოთ. 

_"უნგრეთს" ქვია აგრეთვე "მაგერსკა" და "ჰუნ-გერია". ჰუნები, ისევე როგორც, გოტები, საქსები, ალანები, სარმატები, ფრანკები, დოიჩები და ა.შ. არიან ინდოევრო-თათრული მოდგლის ხალხები რომლებმაც საბოლოობ მოსპეს კელტ-გალო-იბერიელთა (ანუ გეორგიანელთა) სახელმწიფოები ევროპაში და მოახდინეს მათი ასიმილაცია. 

_სასომხეთში შემორჩენილია წარმართული ტაძარი "გარნი", რომელიც აგებულია ღვთაება "მგერის" სახელზე. არმენები კი მგლის ქვეყანას საქართველოს უწოდებენ ("ვურქისტან").  

_კაპადოკიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა ქალაქები: "გერმონასა", "გერპა", "გერთა", "გერგესია", "გერეოპოლისი", "გერარა" და ა.შ.  წმინდა გიორგიც ხომ კაპადოკიელი იყო.

_ქართული მოდგმის აღმნიშვნელ ყველაზე მართებულ სიტყვად მიმაჩნია "გეორგიანელი", რადგან სიტყვა "გეორგიაში" არეკლილია უძველესი მგლის კულტიც, მიწათმოქმედების სამშობლოც, წარმართული პანთეონის უმაღლესი ღვთაების სახელიც და ქრისტიანი წმინდანის სახელიც, რომელიც საქართველოში ლამის ღმერთთან იყო გაიგივებული. ამასთანავე სახელ "გეორგოსში" სახელი "გერგეს" ინდოევროპულად გადასხვაგვარების კვალიც სახეზეა და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამაში იკითხება ის ისტორიული იმფორმაცია, რომელიც ჩვენთვის დრამატულ ხასიათს ატარებს.

 

მომწონს ·  · გაზიარება