მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSსამშაბათი, 2017-10-24, 3:20 AM

საგანმანათლებლო

სიახლის დამატება
სიახლის დამატება
მენიუ
კატეგორიები
ფოტო ალბომი [4]
მომავალი იბერიისა [1]
უდიდესი სასწაული [2]
პროტოიბერია [7]
აფხაზეთი [2]
კოლხეთი [5]
ლაზეთი [1]
მოდი ვიღადაოთ [1]
ფილმები [0]
საქართველოს პალადიუმი [1]
მსოფლიო იბერიული ორდენი [1]
შემტევი ფილოსოფია [2]
მშობელთა გვერდი [1]
ჩვენი აღსაზრდელები [0]
ღმერთების ენა [7]
მასწავლებელი [0]
ძებნა
შესვლის ფორმა
ედემ იზორია
ედემ იზორია

უდიდესი სასწაული – ლაზარეს აღდგინება!

ვულოცავთ ყველა ქართველს, ყველა იბერს!

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ",

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,

და ესე არს ოთხი დღჱ, და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა.

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ესე წილი ანბანისაჲ.



და აი, ისიც, 4000 წლის მიძინებული ენა ქართული, იოანე ზოსიმეს ენა ალაპარაკდა. საქართველოს პალადიუმის საიტორიო საზოგადოების თავმჯდომარის აკადემიკოს გიორგი კვაშილავას 20 წლიანმა დაუღალავმა შრომამ ქნა სასწაული

 



გია კვაშილავა – "ფესტოსის დისკო – კოლხური ოქროდამწერლობა”



დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინანდელი, მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტი - საყოველთაოდ ცნობილი და დღემდე ამოუკითხავი „ფესტოს დისკოს" წარწერა-ტექსტი ქართველურ ენაზე, კერძოდ, კოლხურ ენაზე გაშიფრა მათემატიკოსმა გია კვაშილავამ.

ფესტოს დისკო დაახლოებით ძვ. წ. 1850-1600 წლებით თარიღდება. 16 სმ დიამეტრის მქონე 380-გრამიან ფირფიტაზე ტექსტი დაწერილია პროტოქართული ენით, ანბანის შემოღებამდე არსებული პიქტოგრაფიული დამწერლობით, ნახატ-ნიშნებით და საგალობელია ამოტვიფრული. დისკოს ავტორები უძველესი დედაღვთაება ნენანანას უგალობდნენ. გამოდის, ქართველთა უძველესი ლიტერატურული ძეგლი ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნის „შუშანიკის წამება" კი არა, 4000 წლის წინანდელი პროტოქართული საგალობელია.

დისკოს გაშიფვრით მტკიცდება ცნობილი ევროპელი მეცნიერების თეორიები, პროტოქართველები და მათი მონათესავე ტომები მესოპოტამიის, წინა აზიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზის ტერიტორიებზე სახლობდნენ და ჰქონდათ მაღალი კულტურა, დამწერლობა და ხელოვნება. შედეგად, ევროპული კულტურის საფუძველი უძველესი ბერძნული კულტურა, არამედ მასზე უფრო ძველი პროტოქართული კუტურა გამოდის, რომლის ჩაწერასაც ქურუმ-კორიბანტები ახდენდნენ.




IPB-ს სურათი 

„ფესტოს დისკოს" ისტორია

დისკო აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა, დოქტორმა ლუიჯი პერნიემ 1908 წლის 3 ივლისს, კუნძულ კრეტაზე, საარქეოლოგო ქალაქ ფესტოსში. იგი პირობითად დათარიღებულია ძვ. წ. 1850-1600 წწ-ით და წარმოადგენს თიხის ფირფიტას, რომლის დიამეტრი დაახლოებით 16 სმ-ია, წონა კი 380 გრ. ამჟამად დისკო ინახება საბერძნეთში, კრეტის მთავარ პორტ-ქალაქ ჰერაკლიონის არქეოლოგიის მუზეუმში (III გალერეა, 41 ყუთი, №Eჴ-1358).

კოლხური ”ოქროდამწერლობა”

დისკო აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა, დოქტორმა ლუიჯი პერნიემ 1908 წლის 3 ივლისს, კუნძულ კრეტაზე, საარქეოლოგო ქალატ ფესტოსში. იგი პირობითად დათარიღებულია ძვ.წ. 1850-1600 წწ-ით და წარმოადგენს თიხის ფირფიტას, რომლის დიამეტრი დაახლოებით 16 სმ-ია, წონა კი - 380გრ. ამჟამად დისკო ინახება საბერძნეთში, კრეტის მთავარ პორტ-ქალაქ ჰერაკლიონის არქეოლოგიის მუზეუმში.

ამ დრომდე იყო ”ფესტოსის დისკოს” ნიშანთა კომპლექსის გაშიფვრის მცდელობები უძველეს ენებზე. (მაგ.: იონურ-ბერძნული დიალექტი, კვიპროსული, ხეთური, ეგვიპტური, სემიტური ენები და ა.შ.).

დისკო მეცნიერულად შეისწავლეს: სერ ართურ ევანსმა (ინგლისელი არქეოლოგი), ელის კობერმა (ამერიკელი არქეოლოგი), ვიქტონ კეანმა (გერმანელი მკვლევარი) და სხვებმა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ავსტრიელი მკვლევარისა და ინჟინერ-ქიმიკოსის ჰერბერტ ძებიშის ჰიპოთეზა ”ფესტოტის დისკოს” წარწერის სავარაუდო ენის თაობაზე, რომელიც მის წიგნებშია მოცემული: ”იბერიული-ღმერთების ენა”, ”პელაზგური-იბერიული ენა” და ”პელაზგების ისტორია და კულტურა მათი დროის წერილობითი ნიმუშებიდან”.

ძებიში ამტკიცებს, რომ წინაბერძნული მოსახლეობის ენა, კერძოდ ”პელაზგური” ქართველურ ენათა დედაა”. მან 1988 წელს ბუდაპეშტში, ეირენეს კომიტეტის XVIII საერთაშორისო კონგრესზე განაცხადა, რომ ”ფესტოსის დისკოს” წარწერის ენა პროტოქართული - კოლხურია.

ქართველი, მათემატიკოსი და მკვლევარი, გია კვაშილავა ქართველური ენების შესწავლისა და ხანგრძლივი მეცნიერული კვლევა-ძიებით შემდეგ ასეთ დასკვნამდე მივიდა:

კოლხი კორბანტების მიერ შექმნილი ”კირიბიშის”, ”კირბის” ანუ წერილ-ფირფიტის - ”ფესტოს დისკოს” წარწერის ენა ქართველურია, კერძოდ, კოლხური (ანუ მეგრულ-ლაზური).

ბერძნ: ”კირბის”, კოლხ: ”კირიბი”, ქართ: - კრავი, მეგრ: ”დოკირიბუა” - ამობეჭდვა, ამოტვიფრვა.

”კოლხებმა შემოინახეს თავიანთი მამათა ნაწერები, ამოკვეთილი კირბებზე, ქვის წერილ-სვეტებზე, რომლებზედაც წრიულად დაბეჭდილია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი” (აპოლ. როდოსელი).

”მეგრული და ლაზური კოლხური ენებია”. ამბობს პროფ. აკაკი შანიძე.

დისკოზე დაბეჭდილია ნახატ-ნიშნები ”კოლხური ოქროდამწერლობაა”.

”კოლხური ოქროდამწერლობის” (ბერძნ: ”ხრისოგრაფია”, ”ხრისოს”, მეგრ: ”ორქო” - ოქრო) შესახებ ცნობები დაცულია ბერძენი ავტორების ევჰემეროსის (ძვ.წ. IVს.), ხარაქს პერგამონელის, II-IIIს.ს. ევსტათეოსის, იოანე ანტიოქელისა (VIIს.) და თესალონიკეს არქიეპისკოპოსის (1120 - 1194 წ.წ.) თხზულებებში.

დისკოს ტექსტი წარმოადგენს საგალობელს - ”ნენანას”, რომელიც ეძღვნება ”აია-ნეშკარის” მფარველ, პელაზგურ-კოლხური მოდგმის მაკრონების ნაყოფიერების დიდ დედაღვთაება ნანას / რეა კიბელეს.

მოგვიანებით, ქრისტიანულ ეპოქაში, ”ნენანას”, როგორც რელიგიის ისტორიიდან ცნობილია, ივერონის მონასტრის ზარები ათონის წმინდა მთაზე უგალობდნენ, ვითარცა ღვთისმშობელს. ლექსიკურ პარალელებთან ერთად ქვემოთ მოცემულია ”ფესტოსის დისკოზე” ამოტვიფრული შემდეგი კოლხური სიტყვები:
10.png
ფესტოს დისკოს A მხარე:

აია – ჭაბუკნო, განმწმენდელ(ნ)ო, დაფარული ტაძრი(ს) ლაბირინთ(ს),
აია – ჭაბუკ(ნ)ო, დედის კარი(ს).
დაფარე(თ) თაღი გაღვთიურებულ(ნ)ო!
ქვეყნის სიმაღლისა(ნ)ო, სიცოცხლის ძალ(ნ)ო,
წინმავალ(ნ)ო კორიბანტ(ნ)ო მფარველ(ნ)ო
მფარველ(ნ)ო ანგელოზ(ნ)ო
ქვეყნის სიმტკიცე(ნ)ო შემწე(ნ)ო
ჰქმენ(თ) დაფარული ტაძარი ლაბირინთი.
ქვეყნის სიმტკიცე(ნ)ო შემწე(ნ)ო,
მარადმავალ(ნ)ო კორიბანტ(ნ)ო მფარველ(ნ)ო
მფარველ(ნ)ო ანგელოზ(ნ)ო
გარდაჰქმენი(თ) აიას სიცოცხლე ყველანაირად,
შუაღამის მთვარ(ით) განათებულ(ნ)ო,
დედის ქვეყანა მუდამ დაფარე(თ)ო,
დაასხ(ნ)ი(თ) ხელ(ნ)ი, ბრუნვა-ფარვა
სხვისანო მფარველ(ნ)ო...
ოჯახის ფუძ(ის), ჯიშის სვლა-ბრუნვ(ის)
განმწმენდელ(ნ)ო.


ფესტოს დისკოს B მხარე:
ოჯახის წყაროვ, სულო მშობელო,
მოდგმის ნენანავ,
ააყვავე ხუთი შტო მშვენი,
ჯიშის სიწმინდით, ახლით ნირშემოსილი.
ერთო ძლიერო შტოვ,
ოჯახის წმინდავ, ძლიერო,
თავურო ხუთი შტო(ისა),
მფარველსხივოსანო ნანაღმერთო, დედაღმერთო, წინამძღოლო,
ხანგრძელ ჰყავ დედის ტაძარი, სპილენძისა
მაყვავებელო თარხანო,
ნათელო ჰეფესტოო, ოსტატკივთაებაო, მდნობელო,
წინამძღოლო, განმწმენდელსხივოსანო,
დაფარე(თ) მისი მოგიზგიზე სასახლე - ჩვენო მჭედელო,
ახლითმოსილო მთვარისნაირო.

ნათია ჯანაშია

ედემ იზორია
პროტოიბერია
მოძრავი ბანერი

Protoiberia.Ucoz.Com